Tuesday, December 8, 2015

ნარჩენები!

   რომელიმე ჩვენგანი დაყრის ნაგავს საკუთარი სახლი სასტუმრო ოთახში,ან საძინებელშ,თვით სამზარეულოშიც კი?არ ვარ თქვენს სახლში ნამყოფი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა.იმიტომ,რომ ის ჩვენი სახლია,ვიცავთ ჰიგიენას,ჯანმრთელობას პირველ რიგში.ამავდროულად,როგორც კი გავდივართ სახლიდან, ვყრით შოკოლადის ქაღალდს,სიგარეტის ნამწვავს,ბოთლს თუ სხვა რამეს ეზოში თამამად,იქვე რამდენიმე მეტრში ნაგვის ყუთი რომ იდგას,ადვილია უბრალოდ ძირს დააგდო და არ გადადგა ზედმეტი ნაბიჯი ურნისკენ.ჩვენი სახლის ეზოს,მერე ვანაგვიანებთ ქუჩას,ყველა ქუჩას და საბოლოოდ  ქალაქს,სოფელს და ზოგადად ბუნებას,ქვეყანას.სხვა რა  უნდა ვიფიქროთ,როდესაც ამ ფოტოს ვუყურებთ,ეს ჩვენი    გაკეთებულია.
                                                                                                                                                                             დაბინძურებული გარემოს ყურება არ არის სასიამოვნო საყურებელი,ამაში ყველა დამენთანხმება,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ ვუფრთხილდებით მას.გარემოს დაცვაც იმ მოვალეობებში შედის,რომელიც ჩვენ გვაკისრია:სკოლაში წასვლა ,სწავლა და ა.შ მაგრამ რატომ არ ვიცავთ ბუნებას? ნუთუ აუცილებელია ჩვენი დაუდევარი ქცევით, ასეთი სიტუაციის შექმნა.აუცილებლდ უნდა გავანადგუროთ ის სილამაზე,რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს?არ არის აუცილებელი, აუცილებელი არის ის რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და ზიანი არ მივაყენოთ მის სილამაზეს.                      

1 comment:

  1. titanium lug nuts - Titsanium Art
    Titsanium art is the art and styling for a modern, titanium solvent trap flexible, versatile and versatile design for ford edge titanium 2021 the world's titanium armor best burnt titanium designers. titanium (iv) oxide

    ReplyDelete