
როგორც ამბობენ ჩვენ ,ქართველები მიწის ხალხი ვართ,მიწა ჩვენი მასაზრდოებელი და ჩვენი თავის ტკივილიც.ტყუილად არ დაურქმევია ქართველ ხალხს მისთვის დედა- მიწა,მას როგორც მშობელ დედას მოვლა და ყურადღება სჭირდება. ბოლოდროინდელი მონაცემებით კი,ჩვენ დედამიწის ჯიუტმა შვილებმა,ხელი ავიღეთ მასზე,ყურადღება მოვადუნეთ, ყურადღების მოდუნების გარდა მას ვანადგურებთ და საერთოდ არ ვზრუნავთ მასზე.ნიადაგი ეს ის არის საიდანაც ადამიანი იღებს ყველაფერს რაც მისი სიცოცხლისათვის აუცილებელია.ადამიანს შეუძლია მოიკლს რაღაც მაგრამ საკვებს ვერ მოიკლებს,რომელსაც მიწა აძლევს. ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის.ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა,რადგან საქართველოში,სადაც ნიადაგის დაბინძურების,ეროზიულ პროცესების,ნიადაგის მეორადი დაჭაობების და დამლაშების,სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების,ადამიანის არასწორი მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგი.ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ნიადაგს!
No comments:
Post a Comment