Wednesday, December 23, 2015

კლიმატის ცვლილება

  ტელევიზორით თითქმის ყოველდღე ვხედავთ შემაძრწუნებელ ახალ ამბებს - დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სტიქიები ბობოქრობს:გადაუღებელ და უჩვეულო ძლიერ წვიმებს წყალდიდობები მოჰყვება;მეწყერისა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგებთან ბრძოლისას მთავრობები  მთელი რეგიონის მცხოვრებთა სასწრაფო ევაკუაციას ახდენენ.                                                                                                                                 ასე თუ ისე,დედაბუნების ეს უჩვეულო ქცევა თითქმის ნორმად იქცა.კლიმატი იცვლება,პლანეტა თბება,ოკიანეების დონე იმატებს,არქტიკული ყინული დიდი სისწრაფოდ იწყეფს დნობას,სულ ცოტა ხანი ტა პლანეტას წყალი დაფარავს.რა არის ამის მიზეზი,როგორ ავიცილოთ  თავიდან გლობალური კატასტროფა,ამაზე არა მაერტო უნდა ვიფიქროთ,არამედ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ!                                                                                 რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?                                                                                                   მთელს მსოფლიოში ქვანახშირის,ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების ყოვეკდღიური წვას მოჰყვება უამრავი უარგისი აირების გამოყოფა,რომელიც  დედამიწის გარშემო სათბურის აირების ფენას წარმოქმნის.                                                                                                   რა იწვევს ტემპერატურის მატებას?                                                                                                 მე-19  საუკუნის ბოლოდან,ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ამ გაზების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურამ 0,5-0,6 მოიმატა.აირების გარშემო გაბნევის ძირითადი წყაროა წიაღისეულის საწვავის დიდი რაოდენობით წვა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის  სექტორში,ტყეების გადაწვა საძოვრბისა და სარწყავი მიწებისათვის,სოფლის მეურნობაში ინტენსიური მეთოდების გამოყენება.                                                                                                                                                   სწორედ ტყეები და ოკიანეები ასრულებენ  ატმოსფეროს მთავარი გამწმენდის ფუნქციას.ისინი შთანთქავს ატმოსფეროში დაგროვილი  ნახშიროჟანგის უდიდეს ნაწილს და გამოყოფენ ჟანგბადს.როცა ხე კვდება ან იწვის,მის მიერ შთანთქმული ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ბრუნდება.                                                                                                                         რა გველის?                                                                                                                                              თუ კაცობრიობა არაფერს იღონებს,დედამიწაზე ტემპერატურა  ძალიან მოიმატებს.ტემპერატურის მატება ჩვნი ცივილიზციისათვის დამანგრველი დაგამანადგურებელი იქნება.იგი გამოიწვევს როგორც ეკოლოგიურ,ისე სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს.



No comments:

Post a Comment