ტყის პრობლემა!
ტყე ბევრი გვაქვს მაგრამ უკანასკნელ ხანებში მისმა უკონტროლო და უყაირათო ჭრამ დაღი დაასვა მის რაოდენობას.რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფმ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ტყეების გაკაფვის კოეფიციენტზე საქართველოში.1994 წლამდე საქართველო ხე ტყის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდა,რაც შემდგომ წლებში მთლიანად შეწყდა.შესაბამისად ,აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ტყეების კაფვის პროცესი რაც სამწუხაროდ დგესაც გრძელდება.ზოგადად ტყეების გაჩეხვა ზამთარში გათბობის მიზნით დაიწყო.აღნიშნული ეკონომიკური სირთულეების ფონზე აქტუალურობა დაკარგა ისეთმა პრობლემებმა,როგორსაც მომწამლავი გაზების გამოყოფის საფრთხეა,ჰაერის დაბინძურება და ეროზია.ეკოლოგიური პრობლემების გაუარესებამ, ტყეებზეც სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.ჭრითა და პირუტყვთა ძობებით გადატვირთული სუბალპურ სარტყელში ტყის ზედა ფენა ბევრ ადგილას 200-250 მეტრით დაბლა დაიწია.ხოლოსადაც კი შემორჩენილია სუბალპური ტყეები,იმდენად გამეჩხერებულია,რომ მათი ბუნებრივი თვითგანახლება უკვე აღარ ძალუძთ.სუბალპური ტყეების გაჩანაგებამ და გამეჩხერებამ გაუარესა მთის მხარის ჰიდროლოგიური რეჟიმი.დაჩქარდა ეროზიული პროცესები.ყოველწლიურად თან მიაქვს ათეულობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ეს რომ განადგურდება მაშინ მათთან ერთად კაცობრიობის განადგურებაც დაიწყება,ამიტომ უნდა გვახსოვდეს ბუნება და იარაღი შეუთავსებელია.
No comments:
Post a Comment