Thursday, December 17, 2015

დაბინძურებული წყალი

     წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი   სერიოზული პრობლემაა,იგი ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული მინერალური სასუქები,საყოფაცხოვრებლო ჩამდინარე წყლები ხშირად ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეებში,ტყეებსა და წყალსატევებში. საქართველოში განსაკუთრებით დაბინძურებულია მდინარე მტკვარი.                                                                                                     ოკიანების წყლების დაბინძურების მნიშვლენოვანი წყარო ნავთობით დაბინძურებაა.დღესდღეობით 1მილიარდ ტონამდე ნავთობი გადაიტანება აქედან 0,1-0,2% ტანკერების  რეცხვისას ოკიანეში ხვდება.თუ წყალში ნავთობის შემადგენლობა 0,1 მგ/ლ-ზე მაღალია,მაშინ ასეთ წყლში თევზს სპეციფიკური სუნი და გემო აქვს,რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ტექნიკურ დამუშავებას.განსაკუთრებით საგანგაშოა ოკიანის წყლების დაბინძურება ტანკერების ავარიების შემთხვევაში.ცნობილია რომ ერთი ტონა ნავთობის თხელი აპკი 12 კმ წყლის ზედპირს ფარავს და მილიონ ტონამდე  ზღვის წყალს აბინძურებს და წყლის ბინადათა დაღუპვის მიზეზია.საბოლოოდ წყლის გაჭუჭყიანებას მივყავართ იქამდე, რომ იგი  უარგისი ხდება სასმელად,წყლის სპორტისთვის და ზოგჯერ ტექნიკური საჭიროებისათვისაც კი.გაჭუჭყიანება განსაკუთრებით დამღუპველ გავლენას ახდენს თევზებზე,წყალში მცურავ ფრინველებზე დასხვა ორგანიზმებზე,რომლებიც ავადდებიან და ხშირად იღუპებიან.                                                                                                          დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს და სიკვდილამდე მიიყვანოს, ამიტომ ვეცადოთ და არ ჩავყაროთ წყალში ნაგავი და მოვათავსოთ სპეციალურ კონტეინერებში.

No comments:

Post a Comment