საქართველოს სიმდიდრე ბუნებაა.განსაკუთრებულია არა სილამაზით,არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით.საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვრთ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც.ჩვენ დიდი სიამოვნებით ვატარებთ დროს ბუნებაში,მაგრამ ტყესა და მთაში ყოფნისას არ ვფიქრობთ იმაზე,რომ ამ მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს,არც ცხოველებზე და ხეებზე ვფიქრობთ. ხეებზე ფიქრს მაშინ დაიწყეს, როცა მათ ბინებში აცივდება და გათბობის სხვა საშუალება არ ჰქონდათ.ასე დაიწყო ტყის განადგურება.იგივე დაემართა ტევზსა და პირუტყვს.კეთილშობილ ირემს ლამის ბოლო მოღეს.რვა წლის წინ 700 ერთეული ბინადრობდა ამ ჯიშის ცხოველი საქართველოს ტყეებში ახლა კი 37-ღა დარჩა.ბუნების მოყვარული ქართველები ნადირობდნენ ამ უმშვენიერეს არსებებზე.ბრაკონიერებს გადაურჩა მურა დათვი. ჩვენ ქართველებს მთა და ბარი გვიყვარს მაგრამ არ ვუვლით.ეს ყოველთვის ასეა ,ოღონდ უწინდელ პოლიციურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებული უფლებების მქონე პატრულ მუშაკეებს შეეძლოთ ეხოცათ ეს იშვიათი ცხოველები,საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ კი,ბუნებაზე შეტევა გაძლიერდა. საქართველოში ბევრი დაცული ტერიტორიაა.გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს,მათი განადგურება ხომ ჩვენი სირცხვილია.
No comments:
Post a Comment