ფაბრიკა-ქარხნები,ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს,ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში.დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს და ეს მუდმივად ხდება,რადგან ჩვენთვის ყველაზე საჭირო ჰაერია და ყველაზე ხშირად მას ვიყენებთ.ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს.ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟაურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს,ტბებს,მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.რაც ყველას და ყველაფერს დიდ ზიანს აყენებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისგან.დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან.ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები ანადგურებს,რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს.თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა,კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს,რაც ისედაც საკმაოდ გავრცელებულია. დედამიწაზე მოხმარებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად იწარმოება ელექტროსადგურებში,სადაც ქვანახშირს,ნავთობსა და გაზს წვავენ.წვისას ჰაერში გამოიყოფა გაზი,რომელსაც კარბონის დიოქსიდი ეწოდება.ამ გაზს ავტომობილების გამონაბოლქვიც შეიცავს.მეცნიერები თვლიან,რომ ეს გაზი დედამიწაზე გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზია. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება მეტად არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე მაღალია,რასაც განაპირობებს ქვეყნის რელიეფი,პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არსებობა,ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები.უკანასკნელ წლებში საწარმოთა ნაწილის გაცერებამ დაბინძურების საერთო მაჩვენებელში მათი ხვედრით წილი 3%-მდე შეამცირა.
No comments:
Post a Comment