Wednesday, December 23, 2015

კლიმატის ცვლილება

  ტელევიზორით თითქმის ყოველდღე ვხედავთ შემაძრწუნებელ ახალ ამბებს - დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სტიქიები ბობოქრობს:გადაუღებელ და უჩვეულო ძლიერ წვიმებს წყალდიდობები მოჰყვება;მეწყერისა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგებთან ბრძოლისას მთავრობები  მთელი რეგიონის მცხოვრებთა სასწრაფო ევაკუაციას ახდენენ.                                                                                                                                 ასე თუ ისე,დედაბუნების ეს უჩვეულო ქცევა თითქმის ნორმად იქცა.კლიმატი იცვლება,პლანეტა თბება,ოკიანეების დონე იმატებს,არქტიკული ყინული დიდი სისწრაფოდ იწყეფს დნობას,სულ ცოტა ხანი ტა პლანეტას წყალი დაფარავს.რა არის ამის მიზეზი,როგორ ავიცილოთ  თავიდან გლობალური კატასტროფა,ამაზე არა მაერტო უნდა ვიფიქროთ,არამედ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ!                                                                                 რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?                                                                                                   მთელს მსოფლიოში ქვანახშირის,ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების ყოვეკდღიური წვას მოჰყვება უამრავი უარგისი აირების გამოყოფა,რომელიც  დედამიწის გარშემო სათბურის აირების ფენას წარმოქმნის.                                                                                                   რა იწვევს ტემპერატურის მატებას?                                                                                                 მე-19  საუკუნის ბოლოდან,ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ამ გაზების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურამ 0,5-0,6 მოიმატა.აირების გარშემო გაბნევის ძირითადი წყაროა წიაღისეულის საწვავის დიდი რაოდენობით წვა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის  სექტორში,ტყეების გადაწვა საძოვრბისა და სარწყავი მიწებისათვის,სოფლის მეურნობაში ინტენსიური მეთოდების გამოყენება.                                                                                                                                                   სწორედ ტყეები და ოკიანეები ასრულებენ  ატმოსფეროს მთავარი გამწმენდის ფუნქციას.ისინი შთანთქავს ატმოსფეროში დაგროვილი  ნახშიროჟანგის უდიდეს ნაწილს და გამოყოფენ ჟანგბადს.როცა ხე კვდება ან იწვის,მის მიერ შთანთქმული ნახშიროჟანგი ატმოსფეროში ბრუნდება.                                                                                                                         რა გველის?                                                                                                                                              თუ კაცობრიობა არაფერს იღონებს,დედამიწაზე ტემპერატურა  ძალიან მოიმატებს.ტემპერატურის მატება ჩვნი ცივილიზციისათვის დამანგრველი დაგამანადგურებელი იქნება.იგი გამოიწვევს როგორც ეკოლოგიურ,ისე სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს.



Sunday, December 20, 2015

საქართველოს ბუნება

  საქართველოს სიმდიდრე ბუნებაა.განსაკუთრებულია არა სილამაზით,არამედ მასში არსებული  მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით.საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვრთ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც.ჩვენ დიდი სიამოვნებით ვატარებთ დროს ბუნებაში,მაგრამ  ტყესა და მთაში ყოფნისას არ ვფიქრობთ იმაზე,რომ ამ მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს,არც ცხოველებზე და ხეებზე ვფიქრობთ.                                                                                                                                ხეებზე ფიქრს მაშინ დაიწყეს, როცა მათ ბინებში აცივდება და გათბობის სხვა საშუალება არ ჰქონდათ.ასე დაიწყო ტყის განადგურება.იგივე დაემართა ტევზსა და პირუტყვს.კეთილშობილ ირემს ლამის ბოლო მოღეს.რვა წლის წინ 700 ერთეული ბინადრობდა ამ ჯიშის ცხოველი საქართველოს ტყეებში ახლა კი 37-ღა დარჩა.ბუნების მოყვარული ქართველები ნადირობდნენ  ამ უმშვენიერეს არსებებზე.ბრაკონიერებს გადაურჩა მურა დათვი.                                                                                                                             ჩვენ ქართველებს მთა და ბარი გვიყვარს მაგრამ არ ვუვლით.ეს ყოველთვის ასეა ,ოღონდ უწინდელ პოლიციურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებული უფლებების მქონე პატრულ მუშაკეებს შეეძლოთ ეხოცათ ეს იშვიათი ცხოველები,საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ კი,ბუნებაზე შეტევა გაძლიერდა.                                                  საქართველოში ბევრი დაცული ტერიტორიაა.გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს,მათი განადგურება ხომ ჩვენი სირცხვილია.

Thursday, December 17, 2015

ნიადაგის დაცვა

   როგორც ამბობენ ჩვენ ,ქართველები მიწის ხალხი ვართ,მიწა ჩვენი მასაზრდოებელი და ჩვენი თავის ტკივილიც.ტყუილად არ დაურქმევია ქართველ ხალხს მისთვის დედა- მიწა,მას  როგორც მშობელ დედას მოვლა და ყურადღება სჭირდება.                                               ბოლოდროინდელი მონაცემებით კი,ჩვენ დედამიწის ჯიუტმა შვილებმა,ხელი ავიღეთ მასზე,ყურადღება მოვადუნეთ, ყურადღების  მოდუნების გარდა მას ვანადგურებთ და საერთოდ არ ვზრუნავთ მასზე.ნიადაგი ეს ის არის საიდანაც ადამიანი იღებს ყველაფერს  რაც მისი სიცოცხლისათვის აუცილებელია.ადამიანს შეუძლია მოიკლს რაღაც მაგრამ საკვებს ვერ მოიკლებს,რომელსაც მიწა აძლევს.                                           ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის.ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა,რადგან საქართველოში,სადაც ნიადაგის დაბინძურების,ეროზიულ პროცესების,ნიადაგის მეორადი დაჭაობების და დამლაშების,სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების,ადამიანის არასწორი მოქმედების შედეგად დიდია  ნიადაგის დანაკარგი.ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ნიადაგს!
                                       

დაბინძურებული წყალი

     წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი   სერიოზული პრობლემაა,იგი ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული მინერალური სასუქები,საყოფაცხოვრებლო ჩამდინარე წყლები ხშირად ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეებში,ტყეებსა და წყალსატევებში. საქართველოში განსაკუთრებით დაბინძურებულია მდინარე მტკვარი.                                                                                                     ოკიანების წყლების დაბინძურების მნიშვლენოვანი წყარო ნავთობით დაბინძურებაა.დღესდღეობით 1მილიარდ ტონამდე ნავთობი გადაიტანება აქედან 0,1-0,2% ტანკერების  რეცხვისას ოკიანეში ხვდება.თუ წყალში ნავთობის შემადგენლობა 0,1 მგ/ლ-ზე მაღალია,მაშინ ასეთ წყლში თევზს სპეციფიკური სუნი და გემო აქვს,რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ტექნიკურ დამუშავებას.განსაკუთრებით საგანგაშოა ოკიანის წყლების დაბინძურება ტანკერების ავარიების შემთხვევაში.ცნობილია რომ ერთი ტონა ნავთობის თხელი აპკი 12 კმ წყლის ზედპირს ფარავს და მილიონ ტონამდე  ზღვის წყალს აბინძურებს და წყლის ბინადათა დაღუპვის მიზეზია.საბოლოოდ წყლის გაჭუჭყიანებას მივყავართ იქამდე, რომ იგი  უარგისი ხდება სასმელად,წყლის სპორტისთვის და ზოგჯერ ტექნიკური საჭიროებისათვისაც კი.გაჭუჭყიანება განსაკუთრებით დამღუპველ გავლენას ახდენს თევზებზე,წყალში მცურავ ფრინველებზე დასხვა ორგანიზმებზე,რომლებიც ავადდებიან და ხშირად იღუპებიან.                                                                                                          დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს და სიკვდილამდე მიიყვანოს, ამიტომ ვეცადოთ და არ ჩავყაროთ წყალში ნაგავი და მოვათავსოთ სპეციალურ კონტეინერებში.

ჰაერის დაბინძურება!

    ფაბრიკა-ქარხნები,ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს,ჭვარტლსა და მტვერს  გამოყოფს ჰაერში.დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს და ეს მუდმივად ხდება,რადგან ჩვენთვის ყველაზე საჭირო ჰაერია და ყველაზე ხშირად მას ვიყენებთ.ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს.ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟაურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს,ტბებს,მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს.რაც ყველას და ყველაფერს დიდ ზიანს აყენებს.                                                                                             ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისგან.დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის  ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან.ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები ანადგურებს,რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს.თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა,კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს,რაც ისედაც საკმაოდ გავრცელებულია.                                                                                                                                          დედამიწაზე მოხმარებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად იწარმოება ელექტროსადგურებში,სადაც ქვანახშირს,ნავთობსა და გაზს წვავენ.წვისას ჰაერში გამოიყოფა გაზი,რომელსაც კარბონის დიოქსიდი ეწოდება.ამ გაზს ავტომობილების გამონაბოლქვიც შეიცავს.მეცნიერები თვლიან,რომ ეს გაზი დედამიწაზე გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზია.                                                                                                                 ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება მეტად არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე მაღალია,რასაც განაპირობებს ქვეყნის რელიეფი,პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არსებობა,ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები.უკანასკნელ წლებში საწარმოთა ნაწილის გაცერებამ დაბინძურების საერთო მაჩვენებელში მათი ხვედრით წილი 3%-მდე შეამცირა.

Tuesday, December 8, 2015

ტყის პრობლემა!

  ტყე ბევრი გვაქვს მაგრამ უკანასკნელ ხანებში მისმა  უკონტროლო და  უყაირათო ჭრამ დაღი დაასვა მის რაოდენობას.რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფმ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ტყეების გაკაფვის კოეფიციენტზე საქართველოში.1994 წლამდე საქართველო ხე ტყის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდა,რაც შემდგომ წლებში მთლიანად შეწყდა.შესაბამისად ,აღნიშნული პერიოდიდან  დაიწყო ტყეების კაფვის პროცესი რაც სამწუხაროდ დგესაც გრძელდება.ზოგადად ტყეების გაჩეხვა ზამთარში გათბობის მიზნით დაიწყო.აღნიშნული ეკონომიკური სირთულეების ფონზე აქტუალურობა დაკარგა ისეთმა პრობლემებმა,როგორსაც მომწამლავი გაზების გამოყოფის საფრთხეა,ჰაერის დაბინძურება და ეროზია.ეკოლოგიური პრობლემების გაუარესებამ, ტყეებზეც სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.ჭრითა და პირუტყვთა ძობებით  გადატვირთული სუბალპურ სარტყელში ტყის ზედა ფენა ბევრ ადგილას 200-250 მეტრით დაბლა დაიწია.ხოლოსადაც კი შემორჩენილია სუბალპური ტყეები,იმდენად გამეჩხერებულია,რომ მათი ბუნებრივი თვითგანახლება უკვე აღარ ძალუძთ.სუბალპური ტყეების გაჩანაგებამ და გამეჩხერებამ გაუარესა მთის მხარის ჰიდროლოგიური რეჟიმი.დაჩქარდა ეროზიული პროცესები.ყოველწლიურად თან მიაქვს ათეულობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.ეს რომ განადგურდება მაშინ მათთან ერთად კაცობრიობის განადგურებაც დაიწყება,ამიტომ უნდა გვახსოვდეს ბუნება და იარაღი შეუთავსებელია.                                                                                                                                                                                                                                        

ნარჩენები!

   რომელიმე ჩვენგანი დაყრის ნაგავს საკუთარი სახლი სასტუმრო ოთახში,ან საძინებელშ,თვით სამზარეულოშიც კი?არ ვარ თქვენს სახლში ნამყოფი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა.იმიტომ,რომ ის ჩვენი სახლია,ვიცავთ ჰიგიენას,ჯანმრთელობას პირველ რიგში.ამავდროულად,როგორც კი გავდივართ სახლიდან, ვყრით შოკოლადის ქაღალდს,სიგარეტის ნამწვავს,ბოთლს თუ სხვა რამეს ეზოში თამამად,იქვე რამდენიმე მეტრში ნაგვის ყუთი რომ იდგას,ადვილია უბრალოდ ძირს დააგდო და არ გადადგა ზედმეტი ნაბიჯი ურნისკენ.ჩვენი სახლის ეზოს,მერე ვანაგვიანებთ ქუჩას,ყველა ქუჩას და საბოლოოდ  ქალაქს,სოფელს და ზოგადად ბუნებას,ქვეყანას.სხვა რა  უნდა ვიფიქროთ,როდესაც ამ ფოტოს ვუყურებთ,ეს ჩვენი    გაკეთებულია.
                                                                                                                                                                             დაბინძურებული გარემოს ყურება არ არის სასიამოვნო საყურებელი,ამაში ყველა დამენთანხმება,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ ვუფრთხილდებით მას.გარემოს დაცვაც იმ მოვალეობებში შედის,რომელიც ჩვენ გვაკისრია:სკოლაში წასვლა ,სწავლა და ა.შ მაგრამ რატომ არ ვიცავთ ბუნებას? ნუთუ აუცილებელია ჩვენი დაუდევარი ქცევით, ასეთი სიტუაციის შექმნა.აუცილებლდ უნდა გავანადგუროთ ის სილამაზე,რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს?არ არის აუცილებელი, აუცილებელი არის ის რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და ზიანი არ მივაყენოთ მის სილამაზეს.                      

გარემო და ადამიანი

       ის გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე,გარემოს შენარჩუნება და სისუფთავე ყოველი ადამიანის ინტერესში უნდა შედიოდეს, ვინაიდან დაზიანებული გარემო ისეთივე ზიანს აყენებს ადამიანს როგორსაც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.                                                                            როგორც გამოკვლევები აჩვენებს,ადამიანთა ჯანმრთელობა,შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს ისეთი გარემო  ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით,როგორიცაა დაბინძურება,სახიფათო სამუშაო გარემო,კლიმატისა და ეკოსისტემის  ცვლილება.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არა მარტო ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას არამედ შესაძლებლია ტრაგიკულად(სიკვდილით)დასრულდეს.                                                       ამის თავიდან ასაცილებლად,საჭიროა დავიცვათ ის გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,დავიცვათ და გავუფრთხილდეს მას.ყველაზე მინიმუმი რაც შეიძლება გავაკეთოთ და საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრებას ეს არის გარემოს დაცვა.მთავარია მონდომება ისეთი იოლი ქცევების განსახორციელებლად როგორიცაა:არ დავაბინძუროტ გარემო,არ დავყაროთ ნაგავი.                                                               გვახსოვდეს:გავუფრთხილდეთ გარემოს და გარემოც გაგვიფრთხილდება  ჩვენ!